კრეატიული იდეების სახელოსნო
Windfor’s სახელოსნოების არაფორმალური განათლებისა და შემოქმედებით მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი მოდულია. აქ სწავლა თვითგანვითარების, თვითგანათლების, თანა-შექმნის სივრცის გაზიარებას ნიშნავს. პროგრამა საკომუნიკაციო შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული 18-30 წლის ახალგაზრდებისთვისაა და მიზნად მათთვის პროფესიული ცოდნის გადაცემასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დახმარებას ისახავს.
დაწყების თარიღი: 8 ივნისი 2026
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა (12 შეხვედრა)
მონაწილეობის ღირებულება: 600 ლარი
პროგრამა მოიცავს შემდეგ სახელოსნოებს:
სტრატეგია: სტრატეგია, ბრიფზე მუშაობა, პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტა - 4 სესია + 3 ფიდბექი;
კრეატივი: ბრიფზე მუშაობა, კრეატიული გადაწყვეტა, Big Idea, კონცეფცია, - 4 სესია + 3 ფიდბექი;
AI Solutions: კონტენტის წარმოება - 2 სესია;
პროგრამის მენტორები
ლადო მალაზონია - სტრატეგია
გიორგი ქვლივიძე - შემოქმედებითი აზროვნება
ბექა მოლაშვილი - AI Solutions
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, საუკეთესო სტუდენტების ნაწილი პრაქტიკას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში გაივლიან.

მონაწილეობის ღირებულება: 600 ლარი




