ჩვენ შესახებ
Windfor’s სახელოსნოები არაფორმალური განათლებისა და შემოქმედებით მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა.
აქ სწავლა თვითგანვითარების, თვითგანათლების, თანა-შექმნის სივრცის გაზიარებას ნიშნავს. პროგრამა საკომუნიკაციო შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული 18-30 წლის ახალგაზრდებისთვისაა და მიზნად მათთვის პროფესიული ცოდნის გადაცემასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დახმარებას ისახავს.
სწავლებას არასტანდარტული ფორმატი აქვს. ვორქშოფები მენტორების უშუალო სამუშაო სივრცეებში - სტუდიებსა და სახელოსნოებში მიმდინარეობს. სწავლება თეორიული და პრაქტიკული სესიების სინთეზით, საველე გასვლებით ხდება. სტუდენტები და მენტორები პრაქტიკულ დავალებებზე ერთობლივად მუშაობენ, ქმნიან პროტოტიპებსა და საბოლოო ნამუშევრებს.
Windfor's Tbilisi
2004 წელს დაარსებული WINDFOR’S Communication არის ერთ-ერთი ლიდერი სარეკლამო კრეატიული სააგენტო ქართულ სარეკლამო ბაზარზე. WINDFOR’S არის სრული სერვისის კრეატიული სააგენტო, რომელიც სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს კომუნიკაციის სფეროში. 2022 წლიდან სახელოსნოების საგანმანათლებლო პროექტით სააგენტო Windfor’s-მა პირველი ნაბიჯები გადადგა საგანმანათლებლო მიმართულებით. მსგავსი არაფორმალური შემოქმედებითი პლატფორმები დიდ როლს ასრულებენ როგორც კრეატიული ინდუსტრიის ზოგად განვითარებაში, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და შემოქმედებითი სფეროთი მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაში.

გაიცანით პროგრამის
მენტორები