კრეატიული ბრენდინგის სახელოსნო
Windfor’s სახელოსნოების არაფორმალური განათლებისა და შემოქმედებით მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი მოდულია. აქ სწავლა თვითგანვითარების, თვითგანათლების, თანა-შექმნის სივრცის გაზიარებას ნიშნავს. პროგრამა საკომუნიკაციო შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული 18-30 წლის ახალგაზრდებისთვისაა და მიზნად მათთვის პროფესიული ცოდნის გადაცემასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დახმარებას ისახავს.
დაწყების თარიღი: 22 აპრილი
მოდულის ხანგრძლივობა: 10 კვირა (30 შეხვედრა, 60 საათი)
მოდული მოიცავს შემდეგ სახელოსნოებს:
-
ბრენდინგი: ბრენდის სტრატეგია, ბრიფზე მუშაობა, პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტა - 4 სესია;
-
კრეატივი: ბრიფზე მუშაობა, კრეატიული გადაწყვეტა, ბრენდინგი - 4 სესია;
-
ბრენდის კვლევა: კვლევის მეთოდები, პრაქტიკა - 2 სესია;
-
ქოფირაითინგი: ნეიმინგი - 2 სესია;
-
სიმბოლიზაცია I: კონცეფციაზე მუშაობა - 2 სესია;
-
სიმბოლიზაცია II: ვიზუალური კომუნიკაცია, სკეჩინგი - 4 სესია;
-
მასტერკლასები - 2 სესია;
-
პრაქტიკული სახელოსნო: საფირმო სტილი, Illustrator - 10 სესია;
მენტორები:
-
ლადო მალაზონია - ბრენდინგი, სტრატეგია
-
გიორგი ქვლივიძე - ბრენდინგი, კრეატივი, სიმბოლიზაცია
-
მარიამ ჩხაიძე - ბრენდის კვლევა
-
მარიამ ჩარგაზია - ქოფირაითინგი
-
ნათია კვარაცხელია - სიმბოლიზაცია, სკეჩინგი, ვიზუალური კომუნიკაცია
-
ვასკა ჩუბინიძე - მასტერკლასი
-
მარიამ ნატროშვილი - თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება
-
ქეთი შალუტაშვილი - Photoshop & Illustrator
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, საუკეთესო სტუდენტების ნაწილი პრაქტიკას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში გაივლიან.
კურსის მთლიანი ღირებულება Cellfie Mobile -ის 60%-იანი თანადაფინანსებით: 900 ლარი (თვითღირებულება - 2250 ლარი).
თანადაფინანსება ვრცელდება პირველ 20 სტუდენტზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნიკა ლოლაძე,
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: nika@winforsworkshops.com
ტელ: 595 473090
ნინი წილოსანი,
პროექტის ასისტენტი
ელ-ფოსტა: education@windfors.ge
ტელ: 555 363252
