top of page

ფოტოგრაფიის მოდული

 

Windfor’s სახელოსნოების არაფორმალური განათლებისა და შემოქმედებით მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი მოდულია. აქ სწავლა თვითგანვითარების, თვითგანათლების, თანა-შექმნის სივრცის გაზიარებას ნიშნავს. პროგრამა საკომუნიკაციო შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული 18-26 წლის ახალგაზრდებისთვისაა და მიზნად მათთვის პროფესიული ცოდნის გადაცემასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დახმარებას ისახავს.


ფოტოგრაფიის მოდულის დაწყების თარიღი: 16 სექტემბერი
მოდულის ხანგრძლივობა: 10 კვირა (42 შეხვედრა, 84 საათი)


მოდული მოიცავს შემდეგ სახელოსნოებს:
 

  • სტრატეგია + კრეატივი: ბრიფზე მუშაობა, პრობლემის სტრატეგიული და კრეატიული გადაწყვეტა - 7 სესია;

  • ფოტოსახელოსნო: თეორია, პრაქტიკა, წარმოება - 7 სესია;

  • Artist Talk: თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება 1 სესია;

  • სერიგრაფიის სახელოსნო: ვიზუალური კომუნიკაცია, ტექსტილზე ბეჭდვა - 5 სესია;

  • პრაქტიკული სახელოსნო: Photoshop & Illustrator - 15 სესია;

მენტორები:
 

  • ლადო მალაზონია - სტრატეგია

  • გიორგი ქვლივიძე - კრეატივი

  • გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფია

  • გიორგი შენგელია - ფოტოგრაფია

  • გელა შეყილაძე - ფოტოგრაფია

  • ნათია კვარაცხელია - ვიზუალური კომუნიკაცია

  • მარიამ ნატროშვილი - თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება

  • Printing.ge-ს გუნდი - სერიგრაფია

  • ქეთი შალუტაშვილი - Photoshop & Illustrator

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, საუკეთესო სტუდენტების ნაწილი პრაქტიკას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში გაივლიან.


კურსის მთლიანი ღირებულება 60%-იანი თანადაფინანსებით: 900 ლარი (თვითღირებულება - 2250 ლარი). 

თანადაფინანსება ვრცელდება პირველ 20 სტუდენტზე.

Kia WW Calendar-01.png

საკონტაქტო ინფორმაცია:
 

ნიკა ლოლაძე,
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: nika@winforsworkshops.com

ტელ: 595 473090

ნინი წილოსანი,
პროექტის ასისტენტი
ელ-ფოსტა: education@windfors.ge
ტელ: 555 363252

bottom of page